ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტში ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ბიისა და ხობის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურდღება, რაც ხობის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ასევე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

“ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძველ ხიბულაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახლს, რომელშიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. მალე გაიხსნება ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმიც, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. სოფლების მოსახლეობამ პრიორიტეტულ მიმართულებებად წყალსადენი სისტემის მოწყობა, გაზიფიცირება, შიდა გზებისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა, რომელთა მოგვარების გზებსა და ვადებზე მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ”, – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

Next Post

ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიური მონიტორინგის მიზნით ბლოკპოსტები მოეწყობა

ხუთ სექ 10 , 2020
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფლებში – ორბელი და ლაჯანა აქტიური მონიტორინგის მიზნით ბლოკპოსტები მოეწყობა, რათა ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი და ტესტირება ჩაუტარდეს. ადგილზე განთავსდება დროებითი სამედიცინო პუნქტი. ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის რეგიონში სულ 12 დადასტურებული შემთხვევაა. თვითიზოლაციაშია 60 მოქალაქე. კონტაქტების მოძიება და მიზნობრივი ტესტირება გრძელდება. […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი