ირაკლი ხახუბია ხობელ პედაგოგებს შეხვდა

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ხობელ პედაგოგებთან.
სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება განათლების ხარისხზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, პედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება მათი გუნდისთვის პრიორიტეტულია.

„პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების დასაძლევადაც სწორედ პედაგოგთა ცოდნა და მონდომება გვჭირდება.

ჩვენთვის პედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება პრიორიტეტულია. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც გათვლილი იყო სკოლის, მოსწავლისა და პედაგოგის საჭიროებაზე.

ჩვენი გუნდი აქტიურად გააგრძელებს სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მასწავლებლების ხელფასების ზრდას, მათ კარიერულ განვითარებასა და სოციალურ ბენეფიტებზე ზრუნვას, პედაგოგის პროფესიის დაფასებას“, – წერს ირაკლი ხახუბია.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი, დაჩი ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Next Post

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს უკვე 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მიმართა

ორშ ოქტ 26 , 2020
გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს უკვე 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მიმართა, – ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი