ილჰამ ალიევი: სომხეთის ხელისუფლება სოროსის შეკვეთებს ასრულებს – სოროსის აგენტები არიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთის ხელმძღვანელობა ჯორჯ სოროსის შეკვეთების შესრულებაში დაადანაშაულა.

„ცხადია, რომ სომხეთში მომხდარი რევოლუცია სოროსის და მასთან დაახლოებული წრეების მორიგი პროვოკაცია იყო. დიახ, სომხებს სძულდათ წინა ხელისუფლება. სომხეთის წინა ხელისუფლება სიძულვილის ღირსი იყო. თუმცა, ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან დიდად არ განსხვავდება. შემთხვევით კი არ გამოუყო სოროსის ფონდმა 600 000 დოლარი სომხეთს პანდემიასთან ბრძოლისთვის. კიდევ რომელ სხვა ქვეყანას გაუწიეს ასეთი დახმარება? აზერბაიჯანს გაუწიეს დახმარება? არა. აზერბაიჯანში სოროსის ფონდის კვალიც კი არ დარჩა, რადგან აქ პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულნი და ახალგაზრდებს ტვინს უწამლავდნენ. ახალგაზრდების სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობა სურდათ. თუმცა, ფართოდ გაშალეს ფრთები სომხეთში. ვიცით, რომ სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება ფულს სოროსის ფონდიდან იღებს, მათი აგენტები არიან და მათ შეკვეთებს ასრულებენ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

Next Post

რაჭაში ელექტრომომარაგება კიდევ ერთ სოფელს აღუდგა

შაბ აგვ 1 , 2020
რაჭაში მეოთხე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ელექტრომომარაგება კიდევ ერთ სოფელს – უწერას აღუდგა. შესაბამისად, სტიქიის ზონაში ელექტროენერგია სტიქიით დაზარალებული 17 სოფლიდან უკვე 11-შია აღდგენილი. რაც შეეხება გზებს, ყველაზე რთული ნაწილი 127-ე კილომეტრი უკვე ათვისებულია, ამ მონაკვეთზე ხანგრძლივი სამუშაოების შედეგად გზის გაჭრა მოხერხდა. შესაბამისად ზემო რაჭის ხუთ სოფელში დაზიანებული ინფრასტრუქტურის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი