რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც MEGOBARI Act-ის ძალაში შესვლის შემდეგ დასანქცირდებიან. სიაში მოხვდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები. ასევე, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები, პროსახელისუფლებო და პროპაგანდისტული მედიების წარმომადგენლები.
კონგრესმენის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული პირები ბიძინა ივანიშვილს ეხმარებიან "ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში ჩაყენებაში".
აღმასრულებელი და სამართალდამცავი სტრუქტურები:
- ირაკლი კობახიძე;
- კახა კალაძე;
- ირაკლი ღარიბაშვილი;
- ვახტანგ გომელაური;
- ანრი ოხანაშვილი;
- პაატა სალია;
- მაკა ბოჭორიშვილი;
- სულხან თამაზაშვილი
საკანონმდებლო ორგანო:
- შალვა პაპუაშვილი;
- ნინო წილოსანი;
- მამუკა მდინარაძე;
- ვიქტორ ჯაფარიძე;
- დიმიტრი სამხარაძე;
- თეა წულუკიანი
მოსამართლეები:
- მიხეილ ჩინჩალაძე;
- ლევან მურუსიძე;
- დიმიტრი გვრიტიშვილი;
- გიორგი მიქაუტაძე;
- ლევან თევზაძე;
- ირაკლი შენგელია;
- რევაზ ნადარაია
საკვანძო სახელმწიფო სტრუქტურები:
- გიორგი გაბიტაშვილი – გენერალური პროკურორი;
- კარლო კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი;
- გიორგი კალანდარიშვილი – ცესკოს თავმჯდომარე;
- გიორგი ჯავახიშვილი – ცესკოს მდივანი;
- რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი;
- ნათია თურნავა – სებ-ის პრეზიდენტი
ბიზნესი:
- უჩა მამაცაშვილი;
- ივანე ჩხარტიშვილი;
- ალექსანდრე ივანიშვილი;
- ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე;
- ნოშრევან ნამორაძე
პროპაგანდისტები:
- ირაკლი რუხაძე – მთავარი პროპაგანდისტული არხის, იმედის მფლობელი;
- ლაშა ნაცვლიშვილი – პროპაგანდისტული POS TV-ის დამფუძნებელი;
- ვასილ მაღლაფერიძე – საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
- თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი;
- კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე;
0 კომენტარი