აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ უოლცი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და ის გაერო-ში მომავალ ელჩად წარადგინა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ პლატფორმა TRUTH SOCIAL-ზე წერს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.
"მაიკ უოლცმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ჩვენი ერის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა. ვიცი, რომ ის იგივეს გააკეთებს თავის ახალ პოზიციაზე", - წერს პრეზიდენტი ტრამპი Truth Social-ზე და იქვე დასძენს, რომ "სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე სახელმწიფო დეპარტამენტში ძლიერ ლიდერობის პარალელურად იმუშავებს".
ამერიკულ მედიაში, თეთრი სახლის მოქმედ ადმინისტრაციაში პირველ მნიშვნელოვან ცვლილებას, "სიგნალის სკანდალს" უკავშირებენ, როდესაც მაიკ უოლცმა "სიგნალის" ჯგუფში, უნებლიეთ, ჟურნალისტი დაამატა. მოგვიანებით, "ატლანტიკის" ჟურნალისტმა, დახურული ჯგუფის მიმოწერა გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ მაიკ უოლცთან ერთად, თანამდებობას მისი მოადგილე, ალექს ვონგიც ტოვებს.
0 კომენტარი