აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვის თხოვნით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ომის სასწრაფოდ დასრულების აუცილებლობას. 

"ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად არის განწყობილი ხელი შეუწყოს ქვეყნებს ამ უაზრო ომის დასრულებაში", – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეერთებულმა შტატები ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 27 აპრილს განაცხადა, რომ მომავალი კვირა გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, გააგრძელებს თუ არა შეერთებული შტატები ომის დასრულების პროცესში შუამავლობას.

უკრაინა უკვე დათანხმდა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ პირობებს რუსეთიც დათანხმდება. მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *