აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების აკვატორიაში რუსული გემების შესვლის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დღეს, 17 აპრილს, შეერთებული შტატების ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდება.

ეს განკარგულება ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღო ჯო ბაიდენმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი დაიწყო.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ რუსეთთან მოლაპარაკებებს ვერ მიაღწევენ, უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ.

 
 
 
 
 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *