დონალდ ტრამპი ნავალნის მოწამლვაზე: დანამდვილებით არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ეს დიდი ტრაგედიაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამლვასთან დაკავშირებთ თეთრს სახლს ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ აქვს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს საკითხი სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. თუ ეს დადასტურდა, ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაქცია. დანამდვილებით არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ეს დიდი ტრაგედიაა. ეს საშინელება არ უნდა მომხდარიყო. ჯერ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, მაგრამ მე შევისწავლი ამ საკითხს“, – განაცხადა ტრამპმა.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.

Next Post

მინესოტაში, 59 წლის კაცი, რომელიც 4 დღის განმავლობაში ხის ქვეშ იყო მოყოლილი, გადარჩა

კვი სექ 6 , 2020
მინესოტაში 59 წლის კაცი საკუთარ მიწაზე მუშაობდა, თუმცა უბედური შემთხვევის გამო, 4 დღის განმავლობაში ხის ქვეშ იყო მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს. 59 წლის ჯონათან კეპლეჩა მუხის ხეებს ჭრიდა, როდესაც ერთ-ერთი ხე მოწყდა და ფეხებზე დაეცა, მოგვიანებით, ის სახლიდან, დაახლოებით 90 მეტრში იპოვეს. კაპლეჩას შვილის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი