დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესებში უკვე ჩართულია

ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს პარტიის ლიდერს და ცხადია ის უკვე არის ჩართული საარჩევნო პროცესებში. სია იქნება სექტემბრამდე ან სექტემბრის დასაწყისში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„სია იქნება დაკომპლექტებული, როგორც გამოცდილი და ცნობადი „ქართული ოცნების“ მებრძოლებით, ასევე იქნებიან ახალი სახეები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში იქნა მიღებული კანონი გენდერულ კვოტირებაზე. საზოგადოება იხილავს როგორც ახალ სახეებს, ასევე ძველ, ღირსეულ წევრებს „ქართული ოცნებისა“, რომელთა მეშვეობითაც და ჩვენი საზოგადოების მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დამთავრდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებით“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

Next Post

კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს: "საქართველოში რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყანა უკან იხევს. შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს"

ხუთ ივლ 30 , 2020
ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ დემოკრატიული მმართველობის პრობლემებსა და კორუფციაზე. „მადლობას გიხდით თქვენი წინამძღოლობისა და ურყევი სახელმწიფოებრივი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და კორუფციის ფაქტების გამო. როგორც იცით, მას შემდეგ რაც საქართველომ […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი