აშშ შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის შტაბბინას გერმანიიდან ბელგიაში გადაიტანს

აშშ შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის (Eucom) შტაბბინას გერმანიიდან ბელგიაში, ქალაქ მონსში გადაიტანს. ამ ის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის (Eucom) შტაბბინა ქალაქ შტუტგარტში მდებარეობს.

დღეს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცს გამოიყვანს.

„აშშ-ის ევროპული სარდლობის მოქმედი გეგმის თანახმად, გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცის გამოყვანა განხორციელდება. აქედან დაახლოებით 6 400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

მარკ ესპერმა ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 600 ამერიკელი სამხედრო იტალიასა და ბელგიაში იქნება დისლოცირებული.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედროების გამოყვანის გეგმა ივნისის ბოლოს დაამტკიცა.

Next Post

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ

ხუთ ივლ 30 , 2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რეგიონში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სულ 7 გაფრენა განახორციელა. 20:00 საათის მონაცემებით, უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 21 არასრულწლოვანი. დაშავებული არავინ არ არის. მოქალაქეების […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი