არჩილ თალაკვაძე: შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება

პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო. შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, ოპოზიციურ პარტიებთან მომდევნო შეხვედრა როდის გაიმართება. „ადგილზე და დროზე ინფორმაცია გექნებათ“, – დასძინა თალაკვაძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

Next Post

რომის პაპი რომში მცხოვრებ ღარიბ და უსახლკარო ადამიანებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარებას სთავაზობს

ხუთ ნოე 12 , 2020
რომის პაპი ფრანცისკე რომში მცხოვრებ ღარიბ და უსახლკარო ადამიანებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარებას სთავაზობს. ღარიბები და უსახლკაროები კორონავირუსზე ტესტირებას წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარე კლინიკაში გაივლიან. არქიეპისკოპისი რინო ფიზიკელას განცხადებით, ვატიკანში მდებარე კლინიკაში დღეში 50 ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი, ხოლო ის პირები, ვისი პასუხიც უარყოფითი იქნება, ცნობას მიიღებენ და მათ თავშესაფარში გადაიყვანენ. […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი