ანტონიო გუტერეში ამბოხებულ სამხედროებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მალის პრეზიდენტი

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ამბოხებულ სამხედროებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მალის პრეზიდენტი.

გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს მალიში ამბოხებული სამხედროების ქმედებების გამო.

„გენერალური მდივანი მტკიცედ გმობს ამგვარ ქმედებებს და მალიში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენისკენ მოუწოდებს. იგი მალის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს“, – ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

მალიში სამხედრო აჯანყების ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მალის პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში იმყოფებოდა, როდესაც იგი სამხედროებმა დააკავეს. მას თან ახლდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბუბუ სისე.

Next Post

დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბელარუსის საკითხზე საგანგებო სამიტს გამართავენ

ოთხ აგვ 19 , 2020
დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ბელარუსში არსებულ ვითარებაზე სამიტს გამართავენ. სამიტს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უხელმძღვანელებს. „ბელარუს ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს თავისი ლიდერი. ძალადობა მანიფესტანტების წინააღმდეგ დაუშვებელია“, – აცხადებს შარლ მიშელი. დღესვე, ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა დახურულ კარს […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი