„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყეს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. კერძოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოთხოვნების ოდენობა სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგისგან შედგება.

საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, 2020 წლის 9 იანვარს საბოლოოდ გაწყვიტა.

Next Post

ზუგდიდში ეთნოცენტრი გაიხსნა

ხუთ ივლ 30 , 2020
პროექტის “ეთნოცენტრი – ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა. ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს-უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. “დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში გაეროს პროგრამის მხარდაჭერით ეთნოსივრცე […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი