ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება და მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება ფიქსირებული იქნება

ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა იქნება უნაღდო ანგარიშწორებით და ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რითიც მოხდება მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან გადაცდომისა და მგზავრის ფეხზე დადგომის პრევენცია, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

„საქალაქო მნიშვნელობის მარშრტუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მარშტურებში მოძრაობს 6 მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები, რომელიც უკვე შემოვიყვანეთ და 300 ერთეული თვის ბოლოდან დაიწყებს მოძრაობას. ამით შეიცვლება მოცდის დრო და 7 -წუთამდე დავა. და 2.5. ჯერ გაიზარდა მგზავრების ტევადობა. ამასთან, მინდა განვმარტო, რომ ამ სიახლით არ მოხდება ჩანაცვლება უკვე არსებული მარშრუტების, არსებულ ქსელს ემატება დამატებითი მარშრუტები“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს დედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსებისა და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა.

Next Post

ავჭალაში მკვლელობა მოხდა

პარ ოქტ 23 , 2020
ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე შუახნის კაცი ავტომობილში მოკლეს. შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილობრივების თქმით, მათ 6 გასროლის ხმა გაიგეს. ცხედარი ჯერჯერობით ისევ „კიას“ მარკის ავტომობილშია და არ გადაუსვენებიათ. შსს-ს წარმომადგენელის თქმით, პირი, ვისაც ესროლეს გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა. კახა მურადაშვილის განცხადებით, უწყება გარდაცვლილის ვინაობის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. „გარდაცვლილია […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი