გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან, რომლის შესახებაც განცხადება დღეს გაკეთდება. პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სწორედ დღეს გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მათ შორის მაჟორიტარი კანდიდატებისა და იმის თაობაზეც, დატოვებს თუ არა ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანების დატოვების შესახებ, […]

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6439 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების […]

ჯოზეფ ბაიდენმა დონალდ ტრამპს რეიტინგით სამ გადამწყვეტ შტატში გაუსწრო. სოციოლოგიური გამოკითხა ტელეკომპანია CNN-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენი ტრამპს ფლორიდაში 5, არიზონაში- 3, მიჩიგანში კი 12 პროცენტით უსწრებს. ეს ის შტატებია, სადაც ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება.

ინგლისის პრემიერ ლიგის 2019/2020 წლების სეზონის გათამაშება დასრულდა. ბოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერმა“ სტუმრად „ლესტერი“ ბრუნო ფერნანდეშის და ჯესი ლინგარდის გოლებით 2:0 დაამარცხა და 66 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, რაც „იუნაიტედს“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს. ამავე ტურნირში ითამაშებს მეოთხე პოზიციაზე გასული „ჩელსიც“, რომელიც მანჩესტერელებს მხოლოდ ბურთების უარესი […]

ლონდონის ცენტრში, ოქსფორდ სტრითზე შიშველი ახალგაზრდა კაცმა გაიარა, რომელსაც საცვლის ნაცვლად პირბადე ეცვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, გამვლელების ნაწილი მისმა გამოჩენამ გააკვირვა, ნაწილი კი გაართო. მოგვიანებით ბრიტანულმა პრესამ გაარკვია, რომ კაცი 32 წლის ტიმ შიფია – პოპულარული ტელეშოუს Ninja Warrior UK მონაწილე და ბლოგერი. შიფმა „გასეირნება“ მას შემდეგ […]

სამხრეთ აფრიკის პოლიციამ მალმსბერის ციხიდან გაქცეული ყველა პატიმარი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ოპერაცია 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველ დღეს სამართალდამცველებმა 60 გაქცეულის დაკავება მოახერხეს, შემდეგ კი ციხეში დარჩენილი 8 პატიმარიც დააბრუნეს. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. რამდენიმე პატიმარმა ციხის სამი ზედამხედველი საკანში გამოკეტა და დანარჩენ პატიმრებს საკნები […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი