რუსული ესტრადის დივა, ალა პუგაჩვა მეუღლესთან ერთად გადაღებულ უახლეს ფოტოებს აქვეყნებს. მომღერლის ფოტოებმა სოციალურ ქსელში უამრავი კომპლიმენტი და მოწონება დაიმსახურა. ყველა აღნიშნავს, რომ პუგაჩვა ასაკთან შედარებით არაჩვეულებრივად გამოიყურება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბერძნულმა სამედიცინო ფონდმა “ჰიპოკრატე”-მ, წალენჯიხაში, კლინიკა “ლასტანი”ში უფასო სკრინინგი ჩაატარა. რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ქალბატონებში, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და კოლპოსკოპიური სკრინინგი 25-დან 60 წლის ქალბატონებში. ასევე პროსტატას კიბოს სკრინინგი 50-დან 60 წლის მამაკაცებში.პროგრამის ფარგლებში , ამ ეტაპზე სკრინინგი 50-მდე პაციენტმა გაიარა.აღნიშნული […]

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 22 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, 4 მედიკოსი, შს სამინისტროს 1 თანამშრომელი, ასევე 4 საკარანტინო სივრცეში და 1 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. რუხის კლინიკაში ერთი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 60 […]

ტაილანდის დედაქალაქის, ბანგკოკის ქუჩებში ასობით ლგბტ აქტივისტი გამოვიდა და უთანასწორობა გააპროტესტა, – ამის შესახებ BBC წერს. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ აქვთ თანაბარი უფლებები. შეკრებას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ჯერჯერობით, მათსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. ბოლო რამდენიმე დღეა, ტაილანდში, სხვადასხვა მოთხოვნით შეკრებილი აქტივისტები არღვევენ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, […]

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კომაშიჩავარნილ გიორგი შაქარაშვილს მიტოვებულ შენობაში მალავდნენ. ტელეკომპანია ჟურნალისტური გამოძიების დასკვნით ნაწილს დღეს გაასაჯაროებს. ანონსიდან კი ირკვევა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მომხდარის შემდეგ არაგვის ხეობაში მიბრუნდა. ამასთან, “მთავარი არხი” დღეს გაასაჯაროებს ანძის ჩანაწერებს.19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი […]

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო სააგენტომ, KCNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პირს, რომელიც სამი წლის წინ სამხრეთ კორეაში გაიქცა და ცოტა ხსნის წინ, კვლავ ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდა, კორონავირუსის სიმპტომები აქვს, – ამის შესახებ BBC წერს. „საგანგებო შემთხვევა მოხდა ქალაქ კესონში, სადაც სამი წლის წინ ჩრდილოეთ კორეაში გაქცეულ პიროვნებას, სავარაუდოდ, საზარელი ვირუსი აქვს. […]

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, რეჯის ფილბინი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC წერს. ფილბინმა სატელევიზიო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და პოპულარობა თოქ-შოუმ „Live! with Regis-მა“ მოუტანა. 2011 წელს ფილბინმა განაცხადა, რომ სატელევიზიო კარიერას ასრულებდა და პენსიაზე გადიოდა. ტელეწამყვანის გარდაცვალებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და მას სატელევიზიო ისტორიის ერთ-ერთი […]

იაპონიაში, ექსპლოატაციაში ჩაუშვებენ სამგზავრო მატარებელს, რომელიც მიწისძვრის დროს უსაფრთხოა. ამის შესახებ techcult წერს. მატარებელი საათში 285 კილომეტრს დაფარავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი მოდელი მიწისძვრის დროს უსაფრთხოა. მატარებელზე დამონტაჟებულია ახალი თაობის სამუხრუჭე სისტემა, რითაც მატარებლის სიჩქარის შენელება და გაჩერება უფრო სწრაფადაა შესაძლებელი. მატარებელი N700S-ი ტოკიოსა და ოსაკას შორის იმოძრავებს. იაპონიას ჩქაროსნული […]

კიდევ ერთი სკანდალური ვერსია 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ – ახალგაზრდა ქალის კუთვნილი „ჰიუნდაი” პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი: „არის ერთი გარემოება, რომელიც გვიმძაფრებს ეჭვს, რომ მანქანა მას მერეა მიტანილი იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს. თამუნას ავტომანქანა, დიდი ალბათობით, შედარებით დიდი მანქანითაა მიტანილი, სავარაუდოდ, ევაკუატორით, რაზეც მანქანის საბურავების […]

გერმანიაში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავებულია ბავშვი. პოლიციის განცხადებით, შემთხვევისას სახურავს გაუჩნდა ცეცხლი. თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ მანამდე თვითმფრინავი საჰაერო ბურთს დაეჯახა. სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი