ბევრი ჩვენგანის სახლში სააბაზანო მცირე ზომისაა. ეს არამხოლოდ საბჭოთა, არამედ ახალი შენობების პრობლემაცაა. თუმცა, ისინიც კი, ვისაც ამ მხრივ საწუწუნო არაფერი აქვს, არ იტყოდნენ უარს სააბაზანოს სივრცის გადიდებაზე. დიზაინერები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ ოთახში შეიძლება სიმყუდროვისა და კომფორტის შექმნა. მთავარია, დიზაინი გულდასმით აირჩიოთ და ოთახი მაქსიმალურად ფუნქციურად გამოიყენოთ. ჩვენ შევაგროვეთ 9 […]

ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების სწრაფად გამკაცრება – ამის შესახებ დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ბოლო შემთხვევების დიდი ნაწილი გარდაბნის სოფლებზე მოდის, საიდანაც ადამიანები თბილისისა და სხვა ლოკაცების ბაზრობებზე მუშაობენ, შესაბამისად, მიღებულ იქნა ბაზრობებზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, რაც თერმოსქრინინგსა და შერჩევით ტესტირებას გულისხმობს. […]

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი ქვეყნის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ გადაცემა МОЛНIЯ-ს მორიგი გამოშვების ბოლოს განაცხადეს, რომელიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებს მიუძღვნეს. „მიმდინარე წლის 30 ივლისს, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს რეგულარულ სხდომაზე, რომელსაც ვალდებულები არიან დაესწრონ უკრაინის პრეზიდენტი, რადის თავმჯდომარე და უკრაინის […]

მუნიციპალიტეტში განათლების ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს 29 სკოლაში ხორციელდება მიქავასა და ნაკიფუს საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია . ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში მოწესრიგდება […]

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალი მისივე მანქანაში, უკანა სავარძელში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გუშინვე გავრცელდა ცნობა, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მწყემსმა მიაგნო და პოლიციას დაუკავშირდა. ცნობილია მწყემსის ვინაობაც – ის 16 წლის ორუჯ მუსაევია. არასრულწლოვანის დედა ამბობს, […]

მესტიაში დაკარგული მოზარდს ანაკლიასა და ურეკშიც ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის მაცხოვრებლები ორი ავტომობილით ანაკლიასა და ურეკში გადანაწილდნენ და 13 წლის ბიჭს სანაპიროებზე ეძებენ. შავი ზღვის სანაპიროზე მოზარდის ძიების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამამ გაიხსენა, რომ ის ამ ადგილებში ნამყოფია და შესაძლოა, იქ წასულიყო. დილიდან განახლდა მისი საძიებო სამუშაოები სოფელ […]

ზუგდიდში სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის სამართალდამცავებმა ე.წ. ზუგდიდის “მაყურებელი” ბადრი ფიფია დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით,მისი დაკავება მაშინ მოხდა,როცა სადარბაზოდან გამოდიოდა და ავტომობილში ჯდებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. სავარაუდოდ იგი იმერეთის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. გამოძიება ფიფიას შესაძლოა იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, გოგო დაიბადა. ეკიპაჟის წევრებმა ქალი კლინიკაში გადაყვანის დროს, მანქანაში ამშობიარეს. „გოგონა რამდენიმე წუთში დაიბადა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ბევრჯერ დაგვიბრუნებია სიცოცხლე, ბევრი პაციენტი გადაგვირჩენია, თუმცა როცა ახალი სიცოცხლე იბადება, თანაც შენი მონაწილეობით, ეს გრძნობა შეუდარებელია“, – ყვება ექიმი ქრისტინა დანელია.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, 23 წლის ქალის ცხედრის პოვნის დროს მანქანა დაკეტილი იყო. წერილის შესახებ, რომელიც გარდაცვლილის მანქანაშია ნაპოვნი და რომელზეც წერია:„ჩემს ანაბარზე თანხა გამოიყენეთ“, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეს წერილი არ არის. მისი თქმით, ეს პატარა ფურცელია, რომელზეც ყოველდღიურად ვინიშნავთ რაღაც ამბებს, რომ არ დაგვავიწყდეს. გუშინ […]

ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რასისტად მოიხსენია. კითხვაზე, როგორ აფასებს მოქმედი პრეზიდენტის განცხადებებს კორონავირუსის „ჩინურ ვირუსად” გამოცხადების შესახებ, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტრამპი მსგავსი განცხადებებით რასიზმს თესავს. „არც ერთ რესპუბლიკელ და დემოკრატ პრეზიდენტს არ გაუკეთებია მსგავსი რამ. ტრამპი პირველი არჩეული პრეზიდენტია, ვინც ეს გააკეთა“, – განაცხადა […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი