ოქრუაშვილის შემდგომი ბედის შესახებ ქართულ ოცნებას“ არავითარი ინტერესი ან გავლენა არ აქვს, რომ საქმე გააცოცხლოს ან მოკლას. ოქრუაშვილის მიმართ კითხვები არ გასჩენიათ განცხადებაზე ხელისმომწერ პარტიებში, როდესაც იგი სულ ახლახან ამბობდა, რომ სააკაშვილი მას კონკრეტული ადამიანების მკვლელობებს უკვეთავდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს, როდესაც ეს […]

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა და რუს მეტოქეს ხადის იბრაგიმოვს პირველივე რაუნდში ნოკაუტით სძლია. დოლიძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც პირველივე ბრძოლის მოგება ნოკაუტით მოახერხა. პირველი რაუნდის განმავლობაში იბრაგიმოვს გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ბოლო წუთზე რომანმა კარგი დარტყმა შეასრულა და იბრაგიმოვი ოქტაგონზე დააგდო, რის შემდეგაც მსაჯმა ქართველის გამარჯვება […]

რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ანდრეი კელინი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობდნენ, – ამის შესახებ BBC წერს. „მათი არსებობის შესახებ ბრიტანული მედიიდან გავიგე. ამ სამყაროში შეუძლებელია, რომ ჰაკერების რომელიმე ჯგუფი რომელიმე ქვეყანას მიაწერო. მე საერთოდ არ მჯერა ამ ამბის, […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს. „ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისისგან (US ODC), საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, „რენოს“ მარკის სახანძრო მანქანა გადაეცა. საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება შესაძლებელია ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებისთვის. ავტომანქანა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს გადაეცემა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მოემსახურება. […]

ირანმა საფრანგეთს გადასცა იმ უკრაინული ბოინგის ე.წ. „შავი ყუთი“, რომელიც, ოფიციალური თეირანის ცნობით, შეცდომით ჩამოაგდეს, – ამის შესახებ BBC წერს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განაცხადებით, შავი ყუთი პარიზში 17 ივლისს ჩაიტანეს და მასალის შესწავლას 21 ივლისს დაიწყებენ. ირანი იანვრის შემდეგ აჭიანურებდა შავი ყუთის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, ვინაიდან, ოფიციალურ თეირანს […]

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკის განადგურებაზე იტყობინება. უწყების პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, ტანკები სომხური წარმოების სპეციალური დანიშნულების დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გამოიყვანა მწყობრიდან. მისივე ინფორმაციით, თითქმის ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზიდან დაზიანებული ჯავშანტექნიკა გაჰყავს. შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას […]

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს. ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს. მეზობლების თქმით, მათ ხმაური გაიგეს და ამიტომ პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, ქალს ყელის არეში ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს […]

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, მათ ხმაური გაიგეს და ამიტომ პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, ქალს ყელის არეში ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც იმყოფებიან.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი