„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ წარმომადგენელი რაშან ზიადალიევი აცხადებს, რომ მარნეული რაიონის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ნარკოტიკული ნივთირების ჩადება სცადა. ზიადალიევი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც, 3:44 წუთზე, ჩანს, რომ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი, სავარაუდოდ პოლიციელი, მაგიდის ქვეშ ხელს ჰყოფს. ამის შემდეგ ვიდეოს […]

მესმის, რომ არის გარკვეული ინტერესი, ინტრიგა… დაველოდოთ ცოტა ხანი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიაში რომელი ნომერი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ ვის უნდა ველოდოთ ქართული ოცნების საარჩევნო სიაში. 20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 […]

ჩვენი სურვილია განვითარება, კეთილდღეობა და მშვიდობა, ოპოზიციის სურვილია სანქციები და წნეხი ,- ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში,ნაცვლიშვილმა განაცხადა. ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციას არაფერი აღარ უმაგრებთ ზურგს. „ელექტორატის კუთხით არიან სრულად გაკოტრებულები და დარჩათ რა, იქნება გარედან შეიძინონ ლეგიტიმაცია. ან მოხდეს რაღაც უბედური შემთხვევა, რომელსაც ისე […]

მიჩიგანელმა იუველირმა მთელი შტატის მასშტაბით, $1 მილიონის ღირებულების განძი დამალა და საპოვნელ რბოლაში მონაწილეობის მსურველთათვის ბილეთებს ყიდის, – ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს. ამერიკელი იუველირი ჯონი პერი კორონავირუსის გამო იძულებული გახდა, რომ საიუველირო მაღაზია, რომელსაც ის 23 წელი მართავდა, დროებით დაეკეტა. პერიმ თავის ცოლთან ერთად გადაწყვიტა, რომ პენსიაში გასვლას აჯობებდა, […]

ხაშურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 77 წლის კაცი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს „გორმედში“ დაუდასტურეს. ავარია 17 ივლისს მოხდა, ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული კაცი ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების განცხადებით, დაზიანებების ხარისხი სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ბათუმის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ემოციური ფონის გამო კლინიკაში 1 ადამიანი გადაიყვანა. ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კანიე უესტი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. ამაზე მეტყველებს ფოტო, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა. ფოტორედაქტორში დამუშავებულ ფოტოზე აღბეჭდილია რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი, რომელზეც კლდეში ნაკვეთი აშშ-ის პრეზიდენტების – ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის პროფილებთან ერთად კანიე უესტიცაა გამოსახული. 16 ივლისს კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. […]

სტიქიისგან დაზარალებულ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, მოსახლეობა ამ წუთებში მშვიდობიან აქციას მართავს. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ ვენახი და ერთწლიანი კულტურები იყო, რომელიც სტიქიამ თითქმის მთლიანად გაუნადგურა. შეკრებილები მთავრობას დროულ დახმარებას და ფულად კომპენსაციებს თხოვენ. ადგილობრივების მოთხოვნებს თელავის მერი გამოეხმაურა. შოთა […]

აშშ-ში სიკვდილით დასჯიან 5 ადამიანის მკვლელს, რომელიც განაჩენის აღსრულებას 27 წელი ელოდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს. 52 წლის დასტინ ლი ჰონკენს სასამართლომ სიკვდილით დასჯა 1993 წელს მიუსაჯა. ჰონკენი ნარკოტიკებს ყიდდა და თავისი უკანონო ქმედებების 5 მოწმე, მათ შორის არასრულწლოვნები მოკლა. 14 ივლისს აშშ-ში სამი ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული დენიელ […]

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფლებასა და სოციალიზმს შორის არჩევანი იქნება. „საქმე არ ეხება იმას, იქნება თუ არა ამერიკა უფრო კონსერვატიული ან უფრო ლიბერალური, უფრო „რესპუბლიკელების“ თუ უფრო „დემოკრატების“. საუბარია იმაზე, დარჩება თუ არა ამერიკა ამერიკად“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მაიკ პენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი