კარგმა მებაღემ იცის, რომ სასუქის გარეშე უხვ მოსავალს არ უნდა ელოდოს. სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გასწავლოთ ხელმისაწვდომი სასუქის მომზადება, რომელიც კარგი მოსავლის მიღებაში თითქმის ხარჯის გარეშე დაგეხმარებათ. ინგრედიენტები: წყალი ბორის მჟავა რძის შრატი სასუქი მზადდება ამ სამი კომპონენტისგან. გამოკვება უნდა განახორციელოთ მცენარეული კულტურის აყვავების პერიოდში. მოამზადეთ 5 ლიტრიან ჭურჭელში, […]

ვენური ინექციები ნამდვილად, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კანის გავლით სისხლძარღვები მაინცდამაინც არ უჩანთ, კათეტერის ჩადგმა ან ინექციის შეყვანა რეალური პრობლემაა. მოწყობილობა, რომელზეც დღეს ამ სტატიაში ვისაუბრებთ, ნამდვილი აღმოჩენაა მედიცინაში. იგი საშუალებას მოგცემთ, ვენაში ინექციები სნაიპერის სიზუსტით გაიკეთოთ. ინფრაწითელი დასხივების გამოყენებით, მოწყობილობა კანზე გამოსახავს ვენებისა და არტერიების სურათს, აგრეთვე, იძლევა ინფორმაციას მათ […]

ოჰაიოში მცხოვრები წყვილი ორმოციანი წლების სახლის გარემონტების პროცესში იყო, როდესაც მათ სახლის სხვენში საოცარი რამ აღმოაჩინეს. ჭერში ხეებს შორის გაჭედილი იყო ძველებული ჩემოდანი, რომლის ჩამოსაღებადაც მათ მთელი ძალის გამოყენება დასჭირდათ. მისი გახსნის შემდეგ წყვილმა უდიდესი შოკი მიიღო. ჩემოდნის გახსნისას ერთი შეხედვით მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან საოცარი სანახაობის ნაცვლად ჩემოდანში ქაღალდების […]

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი ამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 001 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. ვირუსით […]

თურქეთის შავის ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა ზღვისპირა რეგიონის 12 სოფელს. რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. ჩახერგილია გზები. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უახლოეს მომავალში გაფართოებულ ექვსი ერის გათამაშებაში გამოსვლის საშუალება მიეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიური ვებგვერდი Irish times-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ამ ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ფრენებზე შეზღუდვების გამო, უფრო ლოგიკურია, რომ იაპონია საქართველომ ჩაანაცვლოს. აზიელებისგან განსხვავებით, ქართველებისა და ფიჯელების აბსოლუტური […]

ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ იმ თემებზე ისაუბრა, რომელსაც დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. მისი განმარტებით, ნატო-საქართველოს კომისი იმდენად მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი ფორმატია, რომ შეხვედრაზე საქართველოსთვის მტკივნეული ყველა საკითხი იქნება განხილული. „იქნება საუბარი პანდემიის პრობლემატიკაზე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევას წარმოადგენს და საქართველო ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლითაც ჩვენ […]

ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის დაკავების შესახებ ყველა არსებული მექანიზმია ამოქმედებული და ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე, ევროკავშირი ინფორმირებულია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ამ საკითხზე ევროკავშირის უშუალო ხელმძღვანელობასთან და ნატოს წარმომადგენლებთანაც ისაუბრებს. „ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევების გახშირება არის კატეგორიულად მიუღებელი. […]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ვარშავა-თბილისი სამშობლოში 171 ადამიანი დაბრუნდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. „კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო […]

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა. კაცს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისათვის საშიში არ არის და დაშავებულს პირველადი დახმარება უკვე გაეწია. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი