ფონდი „ღია საზოგადოება“, მილიარდერი ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რასობრივი თანასწორობის მისაღწევად 220 მილიონ დოლარს გამოყოფს. „შთამაგონებელი და უძლიერესი გამოცდილებაა რასობრივი სამართლიანობისტვის ეს მნისვნელოვანი მომენტი. ვამაყობთ იმით, რომ შეგვიძლია განვაგრძოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე მთელ მსოფლიოში დაჩაგრული ხალხის უფლებებისთვის“, – ნათქვამია ფონდი „ღია საზოგადოების“ განცხადებაში. ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნულ თანხებს მიიღებენ, […]

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, მინისტრს სიმპტომები არ აქვს და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ კარენ ლონგარიკი ბოლივიის მთავრობის მეექვსე წევრია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების გამო კარანტინში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამთო მრეწველობის, იუსტიციის და […]

დასავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად წალენჯიხაშიც ძლიერი წვიმა და ქარია. სტიქიამ პრობლემები გამოიწვია, სოფლებში – ობუჯი, ჯგალი, ჩქვალერი, საჩინო, მედანსა და ფახულანში, შიდა გზები და ხიდები დაზიანდა, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი ახადა ასევე დაზიანდა თხილის პლანტაციები და სიმინდის ყანები.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩება. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. კაცს, სავარაუდოდ, ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო […]

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი, პირველადი ექსპერტიზის შემდეგ, უკვე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება. გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, სავარაუდოა, რომ საგამოძიებო უწყებამ ხელახალი კომპლექსური, ან კომისიური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს, რათა დაზუსტდეს ის გარემოებები, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა სპორტსმენი. ამასთან, მირიან ნიკოლაძე „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი ექვსივე ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. 10 ივლისს […]

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ცნობილი რეპერი მოკლეს. 30 წლის Lil Marlo-ს ცხედარი პოლიციამ მის მანქანაში აღმოაჩინა. ამის შესახებ TMZ-ი წერს. მას დაუდგენელმა პირებმა ესროლეს. პოლიცია თავდამსხმელების ვინაობის დადგენას ცდილობს. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. შედეგად, 20 აგვისტოს ნაცვლად პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და […]

საქართველოს პარლამენტში დღეიდან რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომები იწყება. დღეს სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ. პროექტის თანახმად, 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი […]

დღეიდან ღია სივრცეში ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება. თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ ფესტივალებისა თუ სხვა სახის ღია წვეულებების ორგანიზატორები ამ სიახლეს მიესალმებიან, თუმცა, მათი თქმით, ამ შეზღუდვის მოხსნის პარალელურად, არსებობს 2-მეტრიანი დისტანციის პრობლემაც, რადგან შეუძლებელია ბევრი სტუმრის გაკონტროლება და ისინი იმედს იტოვებენ, რომ მოქალაქეები დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს.

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში, „დელიკას“ ფირმის ავტომობილი, მდინარე „მულხურაში“ გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ბეჩოს თემის მკვიდრი, 45 წლამდე ასაკის კაცია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ან სხვა […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი