მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის […]

ჩერნობილის ტყეს ხანძარი ერთი კვირაა რაც გაუჩნდა. ხანძრის გავრცელებასთან ერთად იზრდება საფრთხე იმისა, რომ თუ ის ძალიან ახლოს მიუახლოვდება ბირთვულ რეაქტორს, რომელიც აფეთქდა 1986 წელს, შეიძლება რადიაციული დაბინძურება გამოიწვიოს. წყარო: www.unilad.co.uk/

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, განმარტა რა გზავნილია საქართვეოსთვის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილება: ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ილაპარაკა. „ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა. როდესაც 10 დღის წინ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს არის პირველი […]

ქვეყნის ფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში სავარაუდო დაბრუნებას ექსპერტი გია ხუხაშვილი დადებითად აფასებს. ხუხაშვილმა განმარტა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვინაიდან, ვინც სახელმწიფოს მართავს და ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ის უნდა იყოს ინსტიტუციური ლიდერიც. „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ვარაუდის დონეზე გამოითქვა, ამიტომ დიდად დადასტურებულად და სერიოზულად ამ საკითხს არ ვუყურებ. […]

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია უარს ამბობს, დაასახელოს წყარო, რომლისგანაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ინფორმაციას იღებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მისვლის დროს განაცხადა. “ამ ეტაპზე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას, ერთადერთი შემიძლია ვუთხრა მისი წარმომავლობა – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია… ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან […]

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დანაშაულის მოტივზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. „ტვპირველის“ ეთერში შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობის, პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ჩხუბი, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ „ეს ვერსია ივარაუდება“. „თუმცა არის რამდენიმე ვერსია, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა და ამას მე ვერ გავაჟღერებ იმიტომ, რომ შესაძლებელია, რომ ის ვერსიები უფრო […]

პოლიციამ, მელბურნში კარანტინის დარღვევა, KFC-ის შეკვეთის დევნის დროს გამოააშკარავა. მათ არალეგალური წვეულება გამოააშკარავეს და ჯამში $26,000-ის ჯარიმა გამოწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას UniLad ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის განმარტებით, ორმა სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა დაახლოებით, 01:30 საათზე, სწრაფი კვების ობიექტში გააფორმა შეკვეთა. სწორედ ამ დროს თანამშრომლებმა შენიშნეს 2 ადამიანი, რომლებმაც ზედმეტად დიდი დოზა […]

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ერთი წლისა და შვიდი თვის შემდეგ დაადგინა, რატომ გაძვირდა პური 2018 წლის 10 დეკემბერს. სააგენტოს განცხადებით, პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრული, დანახარჯებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იყო. პურზე ფასის ზრდის საკითხის შესწავლა სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბერს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაავალა. „არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება, საქმე გვქონდეს არასამართლიან […]

აია-სოფიას ტაძარი, რომელსაც ამ დრომდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და სამომავლოდ მეჩეთად გადაკეთდება, მორწმუნეებს 24 ივლისიდან მიიღებს, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ინფორმაციას Daily Sabah-ი ავრცელებს. „ისევე, როგორც ყველა სხვა მეჩეთის შემთხვევაში, აია-სოფიას კარი ღია იქნება ყველასათვის, მათ შორის, თურქეთის მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. ვგეგმავთ, მეჩეთი მსახურებისთვის 24 ივლისს გავხსნათ. აია-სოფია […]

ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი