13 ივლისიდან ფინეთი საქართველოსა და კიდევ 10 ქვეყნის მოქალაქეებს ნაწილობრივ გაუხსნის საზღვარს. ინფორმაცია ამის შესახებ ფინეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. „13 ივლისიდან ბიზნესისა და სხვა მნიშვნელოვანი მიზნით ვიზიტების განხორციელებას შეძლებენ ალჟირის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, რუანდის, სამხრეთ კორეის, საქართველოს, ტაილანდის, ტუნისის, ურუგვაისა და ჩინეთის მოქალაქეები. ამასთან ერთად, კვლავ მოვუწოდებთ ფინეთის მოქალაქეებს, […]

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება. მისი თქმით, რასაც ელოდა ის არის. “დაზიანებებსაც ველოდი. აშკარაა, რომ დაზიანებები აქვს, სავარაუდოდ, შემდეგ არის წყალში გადაგდებული. ასეთ ვერსიას თუ გავათამაშებთ. არარეალისტურია ის, რომ ნაცემი თვითონ წყალში გადავარდა, ჩანთა […]

პარიზის მრავალსაუკუნოვანი ღვთისმშობლის ტაძარი ისევ ისეთივე ძველებური ვიზუალით აღდგება და განახლდება, როგორც ის იყო ზუსტად 1 წლის წინ, როდესაც შენობის 70 % დაიწვა. 2019 წლის აპრილში ცეცხლის შედეგად აღნიშნული ტურისტული და კულტურული ღირსშესანიშნაობის სახურავი და კედლები თითქმის სრულად დაიწვა- შემზარავ ფაქტს- ტაძრის დაწვას პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო სატელევიზიო ლაივ […]

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი „აღმოაჩინე ის რაც შენია “ გრძელდება. რიგით მესამე ტური სამეგრელოში მოეწყო. სხვადასხვა მედიასაშუალებების ოცმა წარმომადგენელმა ოკაცეს ჩანჩქერი, (კონჩხა), კოლხეთის ეროვნულ პარკი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე მოინახულეს. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა, ბლოგერებმა და ოპერატორებმა ზუგდიდში ზიპლაინით ისარგებლეს, ენგურის წყალსაცავზე კი კატერით გაისეირნეს. პრეს-ტურის […]

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. წვიმამ ასევე დააზარალა ერეკლე მეორეს ქუჩაზე არსებული მრვალსართულიანი კორპუსების მოსახლეობა, სადაც მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები. წვიმამ მოსახლეობას სრულად დაუზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა მათი სიმძლავრე არ ყოფნის უხვი ნალექის გატარებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობისათვის […]

დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე პირველად გავიდა ინიციატივა საწვავის ხარისხის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ. ეს შეეხება როგორც რეალიზატორს, ასევე მწარმოებელსა და იმპორტიორს. იმდენად იზრდება ადმინისტრაციულ კოდექსში ჯარიმები, რომ ეს დარღვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შემოვიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის […]

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა. ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია კი ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ფინანსური მომსახურების, აუდიტის და საგადასახადო სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების […]

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება. ამის შესახებ New York Times-ი წერს. მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ […]

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ-ში სკოლები უნდა გაიხსნას. მისი თქმით, თუ სკოლები დახურული დარჩება, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხე იქნება. „არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენი სკოლები გაიხსნას. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს ბავშვებს. სკოლების დახურვა ბავშვების […]

ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქვენაში იყოს ზოგადი სტაბილურობა და სიმშვიდე, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე, თუმცა ჩვენი დესტრუქციული და მტრული ძალის, კოლექტიური ნაცმოძრაობის პირობებში რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია, რადგან მათ მთავარ ამოაცანს დესტაბილიზაცია წარმოადგენს – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი