Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა 22 ივნისს Mac-ისთვის ”ისტორიული დღე” უწოდა. ამის მიზეზი ის არის, რომ კომპანია თავის კომპიუტერებსა და ლეპტოპებში Intel-ის ნაცვლად საკუთარი წარმოების პროცესორების გამოყენებას გეგმავს. თუმცა ამ ცვლილების დანერგვას ორი წელი დასჭირდება და ეს მარტივი არავისთვის იქნება. Apple თავისი პროცესორებისთვის მთელ რიგ ახალ აპლიკაციებს იწერს, დეველოპერებს ამ […]

ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ ქვეყანაში რუსული ტელეკომპანია Russia Today-ს მაუწყებლობა აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ Baltic News Service-ი ავრცელებს. როგორც კომისიაში აღნიშნეს, Russia Today-ს მაუწყებლობა ტელეკომპანიის დიმიტრი კისილიოვთან კავშირების გამო აიკრძალა, რომელიც ევროკავშირის სასანქციო სიაშია შეყვანილი. კომისიის გადაწყვეტილება 9 აგვისტოდან ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ მანამდე Russia Today-ს მაუწყებლობა ლატვიაშიც აიკრძალა.

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელებმა გეგმა დაამტკიცეს, რომლის თანახმად, 2025 წლისთვის პარტიული თანამდებობების 50% ქალებმა უნდა დაიკავონ. მომავალი წლიდან „ქრისტიან-დემოკრატების“ სამთავრობო და საპარლამენტო პოზიციების სულ მცირე 30% ქალებით უნდა იყოს შევსებული. 2023 წელს აღნიშნული კვოტა 40%-მდე გაიზრდება, 2025 წელს კი 50%-მდე. პარტიის ხელმძღვანელობის გეგმებს დეკემბერში დაგეგმილ პარტიულ კონფერენციაზე პარტიის წევრებმა უნდა დაუჭირონ […]

როდესაც ღამის მოწმენდილ ცას უყურებთ, მასზე მშვიდი და წყნარი ალბათ არაფერი გგონიათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით მშვიდი ვარსკვლავების უმეტესობა მშფოთვარე წარსულის მტკიცებულებას წარმოადგენს; მათი საიდუმლოს ამოხსნას ასტრონომები აქტიურად ცდილობენ. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ „გაიას“ მონაცემების გამოყენებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავების ვრცელი ნაკადი, რომელიც მათი აზრით, გალაქტიკის დისკოსთან შეჯახებული მასიური ჯუჯა […]

რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ მიხეილ გაჩეჩილაძე დასახელდა. 29 წლის ქართველმა მესამეხაზელმა ჩატარებულ გამოკითხვაში ხმათა 29 პროცენტი მიიღო და მეორე ადგილზე გასულ კონკურენტს ორი პროცენტით აჯობა. საჰაერო შეზღუდვების გამო გაჩეჩილაძეს „ენისეის“ პირველი ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია, თუმცა თამაში წარმატებულად განაახლა. მესამე ტურში „ენისეიმ“ „სტრელა“ 38:23 დაამარცხა და ქართველმა მორაგბემ […]

ავლაბარში, გუმბრის ქუჩაზე სახლი იწვის. globalnews-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის მცხოვრებლები სახლებიდან გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს წაეკიდა და სახლზე გადავიდა. მეხანძრეებმა კერა ჩააქრეს და ორიდან ერთმა სახანძრომ ადგილი დატოვა.

იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ის 91 წლისა იყო. ამის შესახებ Corriere della Sera წერს. გამოცემის ცნობით, მუსიკოსი რომის ერთ-ერთ კლინიკაში წაქცევის გამო მიღებული ტრავმებისაგან გარდაიცვალა. ენიო მორიკონე თანამდროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორია. ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 ოსკარის მფლობელია.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზებული წევრი მეტ ჯენინგი „ბასკონიას“ ტოვებს. 32 წლის ამერიკელ კალათბურთელს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა მის გახანგრძლივებას არ გეგმავს. ბასკურმა კლუბმა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზეც უარი განაცხადა. სად გააგრძელებს კარიერას ჯენინგი, ჯერჯერობით უცნობია. მის სხვა გუნდში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. მეტ ჯენინგი 2017 წელს […]

ტაილანდის მთავრობამ შეიმუშავა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Bangkok Post-ი წერს. ერთნაირი სქესის მქონე პირებს შორის კავშირს „პარტნიორობას“ დაარქმევენ და არა „ქორწინებას“, თუმცა მათ ისეთივე უფლებები ექნებათ, როგორც ტრადიციულ ქორწინებაში მყოფ წყვილებს: ისინი შეძლებენ ბავშვები იშვილონ და ერთმანეთს ქონება ანდერძით დაუტოვონ. კანონპროექტი განსახილვევლად პარლამენტს […]

სურსათის ეროვნული სააგენტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 840 ჰექტარი უკვე დამუშავდა. მონიტორინგის შედეგად, ფახულანის, ჭალესა და მუჟავას ტერიტორიებზე მავნებლის შედარებით დიდი რაოდენობით კონცენტრაცია დაფიქსირდა, ამიტომ წამლობა სწორედ აღნიშნული სოფლებიდან დაიწყო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც ეტაპორივად გაგრძელდება. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, აგრეთვე ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები ღამის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი