საინფორმაციო სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ ჟურნალისტებმა გენერალურ პროკურატურაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი 112 ავრცელებს. როგორც ბლოგერი კირილ კიკვიძე წერს, ჟურნალისტებმა ტოვმაჩმა და დეინეკამ გაიგეს, რომ სააკაშვილის სამშობლოში, სავარაუდოდ, ოპოზიციის ახალი ლიდერი იბადება, […]

დუბაის სასტუმროები ვიზიტორების მისაღებად მზად არიან, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. ტურისტებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ ან დუბაის აერპორტში ანალიზი ჩააბარონ. ადგილობრივი სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ ჯავშნებმა უკვე იმატა, თუმცა წლის მეოთხე კვარტლამდე ვიზიტორთა მნიშვნელოვან ზრდას არ ელიან. კორონავირუსის პანდემიამ დუბაის, ქალაქს, სადაც ტურიზმზე მშპ-ის 11%-ზე მეტი […]

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. სამაშველო ბრიგადებთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრი პოლიციის ვერტმფრენები. ხანძრის სიახლოვეს 11 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლებიდან ბავშვები გაიყვანეს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული. იქ იმყოფებიან აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სამეგრელო-ზემო სვანეთის […]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა. მთლიანადაა დამწვარი საცხოვრებელი სახლიც. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს, არსებული ინფორმაციით, კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ხანძრის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს დაუწესდა. სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში გარეულ პირებს დიდ ბრიტანეთში აქტივებზე წვდომას გაუყინავენ და ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ. სანქციები დაუწესდათ საუდის არაბეთის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში […]

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დაკავეს. ინფორმაციას თავად საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი