ჯანდაცვის სამინისტრომ ზღვის სანაპირო ზოლისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ძირითადი რეკომენდაციები: პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ; მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე განიხილეთ პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა. უზრუნველყავით სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან პერიოდულად, ერთჯერად პარკებში, საიდანაც […]

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ. დაკავებულებს შორის არის იური ლომაძე, ევროპის ვიცე ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერაცია ხვალ გააკეთებს განცხადებას. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ პირს ბათუმში,შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ოზურგეთის […]

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთისა და სარფის, თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე, საავტომობილო გზის 92 კმ მონაკვეთზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 საათიდან 9 ივლისის 20:00 სთაათამდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის […]

აშშ-ში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 45 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 242 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. როგორც „იმედის“ კორესპონდენტი აშშ-დან იტყობინება, დონალდ ტრამპი ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატებას ტესტირების მასშტაბის ზრდას უკავშირებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა 99% სრულიად უვნებელია. სიტყვის გამოსვლისას საკუთარი ადმინისტრაცია შეაქო […]

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება სამი ეკიპაჟი და 20 მეხანძრე მაშველი, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილის, ნინო ვიბლიანი ინფორმაციით, ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან […]

ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით, სადაც აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისიებია განთავსებული, რაკეტა ისროლეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შედეგად, ბავშვი მსუბუქად დაშავდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ამასთანავე, ერაყის შეიარაღებული ძალები ავრცელებას ცნობას, რომ უსაფრთხოების ძალებმა გააუვნებელყვეს კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც თაჯის სამხედრო ბაზის მიმართულებით ისროლეს. ამ ბაზაზე კი ამერიკელი სამხედროები არიან […]

საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ, ამის შესახებ აღნიშნულია მოთხოვნებში, რომელიც მოფრენის შემდეგ ტერმინალთან უნდა გაითვალისწინონ. შესაბამისი, განახლებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „იმ შემთხვევაში თუ მგზავრს დაუფიქსირდა სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განახორციელეთ არსებული პროტოკოლის დაცვით; მგზავრებს შორის უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის (არანაკლებ 1.5 მეტრი) დაცვა. განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების […]

აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს, – ამის შესახებ CNN-ი წერს. შემთხვევის ადგილზე, სულ მცირე, 300 ადამიანი იყო შეკრებილი. „მას შემდეგ, რაც ძეგლი ჩამოაგდეს, ის ნაწილებად დაიშალა. ეს ნაწილები სანაპიროზე გადაიტანეს და პორტში ჩაყარეს“ – ამბობს შემთხვევის თვითმხილველი. ძეგლი ბილტმორში 30 […]

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია. როგორც „იმედინიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება. კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი