შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად გორში იმყოფება. მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1-ელ ივლისს მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა, რომელიც მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა. დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. პოლიციის […]

დიღომში კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. სასწრაფო დახმარების თანმშრომლებმა ბავშვი უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება და საქმის სავარაუდო ფალსიფიცირება – “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა მცხეთაში მომხდარ საზსარელ ფაქტზე საუბრისას პარალელს ხორავას ქუჩის საქმესთან ავლებს. მისი თქმით, ” ქართულმა ოცნებამ” “ბლატიანი ოჯახის შვილების ტრენდი” გააჩინა.ზოდელავა გახმაურებულ საქმეებს იხსენებს და აცხადებს, რომ “ოცნებამ” შეკრა 90-იანი წლების წრე, რა დროსაც დანაშაულებებს […]

მე არ ვთვლი, რომ შალვა ნათელაშვილისგან გერმანიის ელჩის დამცველად „ევროპული საქართველო“ უნდა გამოდიოდეს. თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება ნათელაშვილსაც აქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ მას ზედმეტი მოუვიდა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. „არ მომეწონა ის, რაც შალვა ნათელაშვილმა თქვა გერმანიის ელჩზე, ვინაიდან ამის […]

ამერიკელი პედოფილი, რომელსაც 1000-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ამის შესახებ New York Post წერს. ჯორჯიის შტატის მკვიდრი, პიტერ მელორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 8 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, პედოფილმა უკვე მოიხადა სასჯელი. ამავე დროს მხარის პროკურორმა განაცხადა, რომ სასამართლოს ვერდიქტს ვერ შეაჩერებს. პიტერ მელორი 2011 წელს […]

კომპანია Twitter-ი უარს იტყვის ისეთი ტექნიკური ტერმინების გამოყენებაზე, რომელიც რასიზმთან ასოციაციებს იწვევს. ამის შესახებ კომპანიის პროგრამ ისტების გუნდმა განაცხადა. „ინკლუზიური ენა გადამწყვეტ როლს თამაშობს იმ გარემოს შექმნაში, რომელშიც ვიმყოფებით. Twitter-ში ის ენა, რომელსაც ჩვენს კოდებში ვიყენებდით, არ ასახავს ჩვენს ღირებულებებს და არ წარმოადგენს იმ ხალხს, ვიზეც ვმუშაობთ. ჩვენ ამის შეცვლა […]

ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვს არსებითი მნიშვნელობა. აღებულია თირკმელი, იკვლევენ სხვა ვიწრო პროფილის სპეციალისტები. ამ კვლევით უნდა დადგინდეს, იყო თუ არა თირკმელში პლანქტონი. პლანქტონის აღმოჩენის მიზნობრიობა იკვეთება იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი არადამახასიათებელი ასფიქსიისთვის. შესაბამისად ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლოს […]

ისრაელში კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყო. The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა. კერძოდ, საუბარია რელიგიურ დღესასწაულების და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა რიცხვის შეზღუდვაზე, საწარმოების დისტანციურ მუშაობასა და სწავლაზე. „რა თქმა უნდა, ეს ყველაზე სასიამოვნო რეკომენდაციები […]

სან-ქუენტინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსით 71 წლის სიკვდილმისჯილი გარდაიცვალა. რიჩარდ სტაიტლის 1992 წელს ჩადენილი ძალადობისა და მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა ჰქონდა მისჯილი. ციხეში მან 30 წელი გაატარა. ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ 19 სან-ქუენტინის ციხის 3700-მდე პატიმრიდან 1347-ს დაუდასტურდა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პატიმრების წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუა საქართველოშია. მისი ექსტრადირება გერმანიიდან განხორციელდა. თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილე დავით ჭაკუა, პატიმრების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. ის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი