12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 8.29%-ია

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა, – ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში – 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში – 6.2%.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეცუბანზე, გადასატანი ყუთი უკვე ემსახურება ამომრჩევლებს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 12:00 საათის მდგომარეობით, აქტივობა 12,3%-ს შეადგენდა.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

Next Post

ვინ არის აშშ-ის ახალი პირველი ლედი? რას გააკეთებს ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში?

შაბ ნოე 21 , 2020
2021 წლის 20 იანვარს თეთრი სახლი ბაიდენების ოჯახის რეზიდენცია გახდება. აშშ-ის ახალმა პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა მეუღლის მთელი პოლიტიკური კარიერა მასთან ერთად გაიარა და ქმრის ყველა საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე იყო. ამ ყველაფრის პარალელურად მას არც საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე უთქვამს უარი. ბოლო საარჩევნო ციკლის დროს ჯო ბაიდენს ბევრი უსიამოვნო რამის […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი