ზვიად შალამბერიძე: პროცესში თითოეული ჩვენგანი 24 საათის განმავლობაში უნდა ვიყოთ ჩართული, არ გვაქვს არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების და ადგილობრივი თვითმმართველობების მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამ ეტაპზე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ აქვთ არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება.

„კოვიდ-19“-ის გამოვლენიდან მის ბოლო ეტაპამდე არსებულ ციკლში თითოეული ჩვენგანი 24 საათის განმავლობაში უნდა ვიყოთ ჩართული. ყოველდღე ყველა მუნიციპალიტეტში მერმა და ამ მიმართულებით მომუშავე პირებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ინფიცირებულთა რაოდენობა და ვინაობა, ბოლომდე უნდა მიყვნენ დაავადებულთა კონტაქტებს. ასევე, საჭიროა ოჯახისა და სოფლის ექიმების მაქსიმალური მობილიზება, ისინი დღეში ხუთჯერ მაინც ურეკავდნენ პაციენტებს, რათა სრულად შეძლონ სიტუაციის კონტროლი. ამ ეტაპზე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ გვაქვს არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს მოუწოდა, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებში მოხდეს გაცილებით მეტი ადამიანური რესურსის მობილიზება, გაიზარდოს იმ თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც გადამზადდებიან შესაბამისი პირების მიერ და კორონავირუსის წინააღმდეგ ეპიდემიოლოგებთან ერთად იმუშავებენ.

დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ კოტე გვეტაძემ, მხარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებს მთავრობის ახალი დადგენილება და რეგულაციები გააცნო, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად მკაცრდება სამედიცინო პერსონალის ტესტირების პროცესი, ასევე უნდა მოხდეს პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების სრული ინვენტარიზაცია.

„უნდა განხორციელდეს პროაქტიური ქმედებები, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს, რომ მზად ვიყოთ უარესი სცენარისთვის და მოვახდინოთ რესურსების მაქსიმალური მობილიზება“, – აღნიშნა კოტე გვეტაძემ.

Next Post

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს ძალები ავღანეთს აშშ-სთან ერთად დატოვებენ

ხუთ ოქტ 8 , 2020
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ძალები ავღანეთს აშშ-სთან ერთად დატოვებენ. „ავღანეთში შესვლა ერთად გადავწყვიტეთ. შესაბამისად, ავღანეთს ერთად დავტოვებთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი სამხედროები სამშობლოში წლის ბოლომდე დაბრუნდებიან. „ჩვენი მამაცი ქალები და კაცები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, სახლში შობის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი