ზუგდიდის საოლქო კომისიამ პროცედურულ დარღვევებზე 23 საჩივარი განიხილა

ზუგდიდის 67-ე საალქო საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული საჩივრები განიხილა.

კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ჯამში 23 საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე და ამომრჩევლების უფლებების შეზღუდვას ეხებოდა. სხდომაზე 6 საჩივარი განიხილეს, ხოლო კომისიამ 12 საჩივარი განუხილველი დატოვა, ვინაიდან მათზე რეაგირება უბანზევე იყო დაყენებული. განხილული საჩივრებიდან 1 სრულად დაკმაყოფილდა 2 ნაწილობრივ, ხოლო სამი არ დაკმაყოფილდა.

მირანდა მესხის ცნობით, განხილულ საჩივრებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და პირველი ტურის მონაცემები იგივე რჩება, რომლის მიხედვითაც 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა პარტიამ და კანდიდატმა ვერ გადალახა. წინასწარი მონაცემებით, პარტია ქართულმა ოცნებამ 46.47%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 38.28% მიიღო.

რაც შეეხებათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, „ქართული ოცნების” მაჟოროტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა 48.20% “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონია კი 36.96% მოიპოვა.

Next Post

ჯო ბაიდენი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ლიდერობს

ხუთ ნოე 5 , 2020
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯოზეფ ბაიდენი ლიდერობს. BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს 243, მოქმედ პრეზიდენტს კი 214 ხმა აქვს. CNN-ის მონაცემებით, ბაიდენმა უკვე მიიღო კოლეგიის წევრთა 253 ხმა, ტრამპმა კი- 213. FoxNews-ის დათვლით, ბაიდენს 264 ხმა აქვს, ტრამპს კი- 214. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, სულ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი