
ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მანქანა დააზიანეს. ჩამსხვრეულია საქარე მინა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მირანდა მესხის ინფორმაციით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია მის წინააღმდეგ.
შემთხვევა დაახლოებით, დილის 7 საათზე მოხდა.
მირანდა მესხის თქმით, ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა.
„შვიდის წუთები იყო, რომ ჩამოვედი. შესაბამისად, უნდა წამოვსულიყავი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ვნახეთ ის, რაც თქვენც ნახეთ, ანუ ჩამსხვრეული წინა მინა. დიდი ქვა, სამხილი დატოვებულია ადგილზე, რითიც მოხერხდა ალბათ ამ დაზიანების მიყენება. საქმის კურსში არიან შესაბამისი უწყებები. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესები და არჩევნების ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ჩატარება, ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა“, – განაცხადა მირანდა მესხმა