ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები: მოვუწოდებთ ყველას, დაიწყონ მზადება, რომ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე გაიმართოს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჟენევაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლას გამოეხმაურნენ. შესაბამისი განცხადება ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჟენევაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა შეუძლებელი გახდა, ვინაიდან ყველა მონაწილემ ვერ შეძლო დასწრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩატარება 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პირისპირ შეხვედრები უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის, განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც რეგიონში შემაშფოთებელი მოვლენები ვითარდება და მთელ მსოფლიოში COVID19-ის პანდემიაა.

განზრახული გვაქვს, გავაგრძელოთ ვირტუალური და შესაძლებლობის შემთხვევაში, პირადი კონსულტაციები ყველა მონაწილესთან, მოლაპარაკებების 51-ე რაუნდისთვის მოსამზადებლად, რომელიც გადაიდო 2020 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის. ამ კონსულტაციების დროს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში და ითანამშრომლონ კონფლიქტურ საკითხებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გაუმჯობესდეს ცხოვრების დონე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მონაწილეებს, დაიწყონ მომზადება, რომ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე გაიმართოს.

„ჩვენ ჟენევის დისკუსიებისადმი ყველა მონაწილის ერთგულების იმედი გვაქვს და მოვუწოდებთ ყველას, დაიწყონ მომზადება, რათა მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე შედგეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 2019 წლის 10 დეკემბერს გაიმართა.

Next Post

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ბერლინში ახალი შეზღუდვები დაწესდა

ოთხ ოქტ 7 , 2020
გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ბერლინში 22:00 საათიდან 06:00 საათამდე ბარები, რესტორნები და მაღაზიები დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბერლინის სენატმა მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამონაკლისი აფთიაქებისა და მომსახურების სადგურებისთვის გაკეთდება. აღნიშნული შეზღუდვები სულ მცირე 31 ოქტომბრამდე იმოქმედებს. გარდა ამისა, 22:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ ხუთზე მეტი, ხოლო დახურულ სივრცეში კი ათზე […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი