ვაშინგტონში ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დროს პალესტინელმა რადიკალებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გამოუშვეს. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მეშვეობით ერთი რაკეტა ჩამოვაგდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე რაკეტა ქალაქ აშდოდის ერთ-ერთ ქუჩაზე დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

15 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ისრაელის მხრიდან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოაწერა. ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საგარეო საქმეთა მინისტრები წარმოადგენდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ხუთი ან ექვსი არაბული სახელმწიფო ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დადებს.

Next Post

ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოთხ სექ 16 , 2020
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ისრაელის მხრიდან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოაწერა. ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საგარეო საქმეთა მინისტრები წარმოადგენდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ხუთი ან ექვსი არაბული სახელმწიფო ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი