Vagabond-ი: 2020 წელს საქართველომ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად უსაფრთხოცაა

ბულგარეთის უმსხვილესი ინგლისურენოვანი სამოგზაურო ჟურნალი Vagabond საქართველოს როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შესახებ წერს.

საქართველოს შესახებ Vagabond-ის სტატია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მომზადდა. „2020 წელს მოგზაურობის წყურვილის დასაკმაყოფილებლად ეწვიეთ საოცარ ქვეყანას, რომელიც მიმდინარე პანდემიას გადაურჩა“, – წერს Vagabond-ის ჟურნალისტი და საქართველოში Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ პრევენციულ ზომებს დეტალურად აღწერს.

„2020 წელს საქართველომ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად უსაფრთხოც არის. სანამ ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები Covid-19-ის გავრცელების შეკავებას ცდილობდნენ, საქართველომ სწრაფად იმოქმედა და უკვე იანვარში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სპეციალური ზომები მიიღო. შედეგად ქვეყანაში Covid-19-ის ინფიცირების საგრძნობლად მცირე შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ტურიზმის ინდუსტრიას. დაინერგა უსაფრთხოების აუცილებელი ინსტრუქციები. პანდემიის დროს 84 სასტუმროში 22 ათასზე მეტმა ადამიანმა 2 კვირიანი კარანტინი გაიარა. შედეგად დაგროვდა უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, თუ როგორ უნდა იმუშაო ეფექტურად და უსაფრთხოდ ასეთ სიტუაციაში. ტურიზმის ინდუსტრიისთვის სპეციალური ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი მომზადდა.

ამ ყველაფრის შედეგად საქართველო მზად არის 1 ივლისიდან საზღვრები გახსნას. Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი პროტოკოლები მომზადდა, რაც მოიცავს: სკრინინგს, დეზინფექციას და სპეციალურ ზომებს რესტორნებში, ტრანსპორტსა და სასტუმროებში“, -წერს Vagabond-ის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ საქართველოში სპეციალური მწვანე ზონები შეიქმნა, სადაც ტურისტებს უსაფრთხო, იზოლირებულ გარემოში შეუძლიათ დროის გატარება.

Next Post

საფრანგეთში ატომურ წყალქვეშა ნავზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

შაბ ივნ 13 , 2020
საფრანგეთში წყალქვეშა ნავზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ამის შესახებ Deustche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, 100-მდე მეხანძრე ატომურ ნავზე Perle ცეცხლს 14 საათის განმავლობაში ებრძოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში რადიაციის გავრცელების საშიშროებას გამორიცხავენ, რადგან ნავზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და მასზე არც ბირთული საწვავი და არც სხვა რადიოაქტიური ნივთიერებები არ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი