უჰანში დაბრუნებულ სტუდენტს სახლში თავისი კუს ძვლები დახვდა

ჩინეთის ქალაქ უჰანში დაბრუნებულ სტუდენტს სახლში შინაური კუს ძვლები დახვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას LadBible-ი ავრცელებს.

22 წლის ლინ ბუხიუმ, კორონავირუსის გამო გამოწვეული კარანტინის ფონზე, საცხოვრებელი დატოვა. ის ვარაუდობდა, რომ მხოლოდ 1 თვით წავიდოდა, ამიტომ ცხოველს რამდენიმე კვირის სამყოფი საჭმელი დაუტოვა.

საბოლოოდ პატრონი შინაურ ცხოველთან 8 თვის შემდეგ დაბრუნდა და სამწუხარო სანახაობა დახვდა.

„არ შემეძლო იმის წარმოდგენა, რომ პანდემიის გამო 8 თვის განმავლობაში ვერ დავბრუნდებოდი. როცა 31 აგვისტოს საბოლოოდ დავბრუნდი ჩემს საცხოვრებელში, აღმოვაჩინე, რომ ჩემი კუ მკვდარი იყო და მისგან მხოლოდ ძვლებიღა იყო დარჩენილი“, – განაცხადა ლინმა.

ამ დროისთვის ვუჰანში კორონავირუსის 85,000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 4,600-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა, 80,000-ზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

Next Post

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

ხუთ სექ 10 , 2020
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 492 ათასი ლარი დაიხარჯა.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი