უეფას სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო

უეფას 2020 წლის სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო. „რეკორდმაისტერსა“ და „სევილიას“ შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ოვერტაიმში კი მიუნხენელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს.

პირველ ნახევარში ლუკას ოკამპოსის თერთმეტმეტრიანს ზუსტი დარტყმით ლეონ გორეცკამ უპასუხა. გამარჯვების ბურთი კი 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა გაიტანა.

სუპერთასი მიუნხენელებმა მეორედ მოიგეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ტომას მიულერი დასახელდა. 2020 წელს „ბაიერნმა“ მეოთხე ტურნირზე გაიმარჯვა და კიდევ ორის მოგების შემთხვევაში, „ბარსელონას“ რეკორდს გაიმეორებს.

Next Post

რიოს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

პარ სექ 25 , 2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, რიო-დე-ჟანეიორს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, – ამის შესახებ BBC ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გამოსავალს. ჯერ არ ვართ დარწმუნებული, რომ კარნავალის ზუსტი თარიღის დათქმა შეგვიძლია”, – ამბობს სამბას ლიგის პრეზიდენტი ხორხე კასტანეირა. რიოს კარნავალის ჩაშლამ არაერთი ადგილობრივის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს იმ ოჯახებზე იქონიებს გავლენას, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი