წნორში, ერთ-ერთი ადგილობრივი ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრს ფიზიკურად გაუსწორდა

წნორში, ერთ – ერთი ადგილობრივი საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა არასამთავრობო ორიგანიზაციის წევრები მაყვალა სპანდერაშვილის საცხოვრებელ სახლში ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ, რომლის მიხედვითაც მას ათობით ძაღლი მძიმე პირობებში ჰყავდა – არ ჰქონდათ საკვები და არ უტარდებოდათ საჭირო აცრები.

ადგილზე მისულ ცხოველთადამცველებს ვითარება კიდევ უფრო მძიმე დახვდათ, რის გამოც მათ ორი ძაღლი წამოიყვანეს. ამ ფაქტმა მეპატრონე გააღიზიანა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრები მაყვალა სპანდერაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შუახნის ქალი სოციალური ქსელით ძაღლების მოვლის მიზნით მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, თუმცა შემოწირული თანხა რეალურად ცხოველების მოვლა-პატრონობას არ ხმარდება.

ინციდენტის მონაწილე ყველა მხარეს წუხელ, გვიანობამდე სიღნაღის რაიონულ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Next Post

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

კვი ოქტ 18 , 2020
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8 060 ადამიანი, გარდაიცვალა 136 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 6300 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი