წალენჯიხის მოსახლეობა გაზით ისარგებლებს. მოსახლეობის გამრიცხველიანება დაიწყო.

წალენჯიხის მოსახლეობა გაზით ისარგებლებს. მოსახლეობის გამრიცხველიანება დაიწყო. უახლოეს დღეებში ქალაქ წალენჯიხაში, ბუნებრივი გაზის მომხმარებლად დარეგისტრირებულ აბონენტებს ბუნებრივი აირით სარგებლობა შეეძლებათ.
დღეს კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი რეგისტრირებული აბონენტის ოჯახში გაზგამანაწილებელი სისტემა დაამონტაჟეს. სამუშაო პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე ცოტნე შონია ადგილზე გაეცნენ.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019 წელს ქალაქ წალენჯიხაში მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდა მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური. 2897 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს გაზი არასდროს ჰქონია, მოსახლეობას მხოლოდ გაზგასამართი სადგურებიდან შეეძლოთ გაზის ავზებით ესარგებლა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3- წლიანი გეგმის ფარგლებში 13 ადმინისტრაციული ერთეული გაზიფიცირდება. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება. სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შეღავათის გაწევის მიზნით შემცირდა აბონენტად რეგისტრაციის საფასური, რაც 400 ლარს შეადგენს (განვადების შემთხვევაში ყოველთვიური შენატანი შეადგენს 25 ლარს.) შპს “SOCAR- GEORGIA“ გაზის წარმომადგენლების თქმით, ბუნებრივი გაზის აბონენტები ამ თანხას გადაიხდიან ეტაპობრივად – განვადებით, 16 თვის განმავლობაში.

Next Post

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

კვი სექ 20 , 2020
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1494 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი