თენგიზ ცერცვაძე: არ მინდა, პოლიტიკურ თავყრილობაზე კომენტარი, მაგრამ შეკრება ბათუმში იყო მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ

არ მინდა, პოლიტიკურ თავყრილობაზე კომენტარი, მაგრამ შეკრება ბათუმში იყო მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

„არ მინდა კომენტარი, რადგან ეს იყო პოლიტიკური თავყრილობა და სწორედ ამიტომ მიდის ქვეყანა ასეთ პოლიტიკაზე, რომ მეტი თავისუფლება მისცეს მოსახლეობას, ამ მეტი თავისუფლების შედეგად მეტი შემთხვევები დაფიქსირდება, ამ მეტი შემთხვევების ტვირთი თავის თავზე აიღოს სწორედ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა არ დაიწუწუნონ და არ თქვან, ჩვენ ხელი შეგვეშალა კამპანიაშიო. ამიტომ, მე არ მინდა ამაზე ამ კუთხით გავაკეთო კომენტარი, მაგრამ რა თქმა უნდა თვითონ, ის შეკრება იყო იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ.

იმ შეკრების დროს უგულებელყოფილი იყო ის მინიმალური რეგულაციები, რომელიც დაწესებულია. ნუ ვიქნებით ჩვენი თავის მტერი. ხომ შეიძლებოდა, ზუსტად იგივე შეკრება ჩატარებულიყო ისე, რომ ნიღბები ჰქონოდათ გაკეთებული.

ვინ დამაჯერებს, იქ რომ ყველას ჰქონოდა ნიღაბი გაკეთებული, ეს ნაკლებად შთამბეჭდავი იქნებოდა მათი მომხრეებისთვის, ვიდრე უნიღბოდ გამოსვლა. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ბულვარში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.

Next Post

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჯანდაცვა ყველასთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ

შაბ ოქტ 17 , 2020
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ზუგდიდში უამრავი პროექტი განხორციელდა. სახელმწიფო ადამიანს დაუდგა გვერდით და თანადაფინანსების პროგრამებით, ახალი საწარმოების გახსნით ბევრი ადამიანი დასაქმდა და საკუთარი საქმე წამოიწყო“, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას. „დღეს, „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში ვიმყოფებით, ქალაქში, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი