თელ-ავივში ციდან მარიხუანის ასობით შეფუთვა ჩამოცვივდა

ისრაელში ყველა მწეველის ოცნება ახდა — უფასო მარიხუანა, პირდაპირი მნიშვნელობით, ციდან ჩამოიყარა. 3 სექტემბერს ისრაელის მეორე ყველაზე დასახლებულ ქალაქში, თელ-ავივში, დრონმა ქალაქის ცენტრში კანაბისის ასობით შეფუთვა ჩამოაგდო. ოფიციალური ცნობით, ეს პერფორმანსი, რომელმაც ბევრი ადამიანი გააბედნიერა, ქვეყანაში კანაბისის ლეგალიზაციისთვის მებრძოლი მოძრაობის ნაწილი იყო.

სავარაუდოდ, მარიხუანის ამ წვიმის მთავარი ინიციატორი ისრაელში მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრე ჯგუფი Green Drone იყო. ამ მოვლენამდე მათ თავიანთ Telegram-ზე განაცხადეს, რომ “ციდან უფასო კანაბისს დაარიგებდნენ”:

“დროა, ჩემო ძვირფასო ძმებო. ნუთუ ეს ჩიტია? თუ თვითმფრინავი? არა, ეს მწვანე დრონია, რომელიც ციდან უფასო კანაბისს დაარიგებს. დატკბით, ჩემო საყვარელო ძმებო, ეს თქვენი პილოტი ძმაა, რომელსაც უნდა, დარწმუნდეს, რომ ყველანი მივიღებთ მცირეოდენ უფასო სიყვარულს”.

შეფუთვები რაბინის მოედნის მახლობლად “ჩამოფრინდა”. ეს ქუჩის პროტესტებისა და პოლიტიკური მიტინგების პოპულარული ადგილია. Green Drone-ის ამ აქტივობამ თავისი შედეგი გამოიღო, რადგან შეფუთვების ჩამოგდების ადგილას ათობით ადამიანი შეიყარა და უფასო კანაბისის ასაღებად ხალხი შუა ქუჩაზე, მანქანებს შორის, შედიოდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ შეფუთვები “სახიფათო ნარკოტიკით” იყო სავსე, და წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც კანაბისი იყო. დრონის მართვაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავეს.

ეს Green Drone-ის მიერ მარიხუანით ფილანტროპიისა თუ კანაბისის აქტივიზმის ერთადერთი შემთხვევა არაა. “ჩვენ ‘კანაბისის წვიმის’ პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ყოველკვირეულად 2-გრამიან შეფუთვებში განაწილებულ 1 კილოგრამ კანაბისს დავარიგებთ”, — განაცხადა ჯგუფმა. მათ განმარტეს, რომ პანდემია “კრეატივსა და მომხმარებლებამდე კანაბისის მიტანის ახალი გზების ძიებას საჭიროებს” — სწორედ ასეთი იდეა იყო დრონებით “მიტანის სერვისი”.

ისრაელში კანაბისი ამჟამად არალეგალურია, განსაზღვრული სამედიცინო შემთხვევების გარდა. წელს ქვეყანაში კანაბისის დეკრიმინალიზაციისა და ზრდასრულთათვის მოხმარების ლეგალიზაციის კანონპროექტები წარადგინეს და საკანონმდებლო ორგანომ ორივე მათგანი პრელიმინარულ ეტაპზე გადაიყვანა.

Next Post

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

ოთხ სექ 9 , 2020
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი