
თბილისის მეტროს მეორე ხაზზე შეფერხებაა. ტექნიკური ხარვეზის გამო „სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ვაჟა-ფშაველას სადგურები მგზავრებს ვერ იღებს, – ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს.
თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და მოძრაობა მალე აღდგება.