
თბილისის მეტროს მეორე ხაზმა მუშაობა სრულად განაახლა. ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს „სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ვაჟა-ფშაველას სადგურები ვერ ემსახურებოდნენ, – ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს.
თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა შეფერხება უკვე აღმოფხვრეს.