თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 45 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ამჟამად, ჩვენს ცენტრში გახლავთ 45 კოვიდინფიცირებული. აქ დინამიური პროცესია, დღის განმავლობაში, მონაცემები იცვლება. აქედან 7 გახლავთ მძიმე, კრიტიკულია 3 პაციენტის მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მიმდინარეობს მათზე მეთვალყურეობა“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

სულ საქართველოში 57 კოვიდინფიცირებული პაციენტია კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის მეორე ფინალისტია

შაბ ოქტ 10 , 2020
საფრანგეთის ღია პირველობის მეორე ფინალისტი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩია. ნახევარფინალურ შეხვედრაში სერბმა ჯოკოვიჩმა ბერძენი სტეფანოს ციციპასის 5 სეტში 6:3, 6:2, 5:7, 4:6, 6:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს მესამე სეტში მატჩ პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. შეხვედრა 4 საათი გაგრძელდა. ჯოკოვიჩი ფინალიში რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელიც რონალ გაროსის ფინალში მეცამეტედ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი