თბილისი UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლებს

მსოფლიოში პირველად, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, საქართველოში მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიება გაიმართება. 16-17 სექტემბერს, თბილისი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად თბილისში უკვე ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და დელეგატები. სტუმრებს აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დახვდნენ.

დღის ბოლოს საქართველოს გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ეწვევა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართება. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს.

საბჭოს სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება.

ღონისძიება ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერულ რეისს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვლენ, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად 4 ეპიდემიოლოგი ჩამოჰყვება.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას აქტიურად გააშუქებს საერთაშორისო მედია. საქართველოში ეწვევინ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, როგორიცაა: The New York Times, BBC Travel, Euronews, Frobes და სხვა.

საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდება მსოფლიო მედიის ფოკუსში, როგორც პანდემიისგან უსაფრთხო ქვეყანა, სადაც გაეროს ორგანიზაცია – UNWTO თავის პირველ პოსტპანდემიურ მაღალი რანგის შეხვედრას ატარებს. საერთაშორისო მედიაში გავრცელდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები, რაც საქართველოს როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას ხელს შეუწყობს.

Next Post

კახეთიდან ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტის 1069 ნიმუში გადაიგზავნა

სამ სექ 15 , 2020
კახეთიდან სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ კრონავირუსზე ტესტირების 1069 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 750 ტესტის ნიმუში სოფელ მატანშია აღებული, 256 ტესტის ნიმუში გეგმიურია, ხოლო 63 სოფელ ველისციხეშია აღებული“ , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილს მამას და მამიდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ხოლო […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი