თამარ გაბუნია: აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება

თამარ გაბუნია განცხადებით, ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღეა, იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რისი მოლოდინიც გვქონდა. პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც დაახლოებით 10 დღეა, ამოქმედდა, მოსალოდნელი იყო ამ ტიპის ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება.

დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე შემთხვევების მართვა იყოს შესაბამისი. ტექნოლოგიურად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი ხვდება, ძალიან კარგადაა მომზადებული, აპარატურა ახალია. ექიმების მობილიზების პროცესი გრძელდება. ამ კვირის განმავლობაში ასევე მოხდება, სხვადასხვა კლინიკიდან დამატებით ექიმების მობილიზება და განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვაზე იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 553 ადამიანი, 66 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

ხუთ ოქტ 8 , 2020
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდი დაამარცხა. მატჩი „დინამო არენაზე“ ჩატარდა და ანგარიშით 1:0 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელები ფინალში გავიდნენ, სადაც ჩრდილოეთ მაკედონია – კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი