თამარ ბაჩალიაშვილის ბებიის თქმით, 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია რიტა ზურაბაშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა. ამის შესახებ ზურაბაშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა – ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი – როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა“, – აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

რა უთხრა გარდაცვალებამდე ბებიას თამარ ბაჩალიაშვილმა, რატომ დატოვა სამსახური გაუჩინარებამდე ერთი კვირით ადრე და რა კითხვებს უჩენს აღმზრდელ ბებიას საქმეში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ჩართვა – ინტერვიუს სრული ვერსია „ქრონიკის“ 20:00-საათიან გამოშვებაში გავა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

Next Post

პარიზის მეტროს კედლებზე ქუთაისელი პატარა მხატვრების ნამუშევრები განთავსდა

პარ აგვ 28 , 2020
პარიზის მეტროს კედლებზე ქუთაისელი პატარა მხატვრების ნამუშევრები განთავსდა. ილუსტრაციები „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ მოსწავლეებმა, ზღაპრების კრებულისთვის „გვრიტისთვის“ შექმნეს. დღეიდან საფრანგეთში ქუთაისელი მოსწავლეების ნამუშევრების ნახვას მილიონობით ადამიანი შეძლებს. ქართული ზღაპრები პარიზში გამომცემლობა „მედუზამ“ გამოსცა, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობასა თუ ფესტივალზე წარადგენს. „ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება იყო ამ პროექტზე მუშაობა. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი