ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ინფექციურის ლაბორატორიაში 26 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის  ცხელების კლინიკების 12 პაციენტია, 4 მედიკოსი, 5-5 კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. მათგან 25-ის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთი კვლავ რჩება კოვიდ-დადებითად. განმეორებითი კვლევის შედეგებით რუხის კლინიკაში 3 არასრულწლოვანი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი ტრაილერის მძღოლის კლასტერს […]

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. ხელისუფლების განცხადებით, დექსამეტაზონი კორონავირუსისგან განსაკურნად მსოფლიოში პირველი წამალია. ხელისუფლებამ დღეიდან ავტორიზება მოახდინა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი წამლის გამოყენებაზე, რომელსაც დამტკიცებულად შეუძლია დასწიოს გარდაცვალების რისკი… მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ამ წამლის გამოცდამ, ცხადყო, რომ ის არსებითად ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებსაც […]

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში ნოვო-ოგარიოვოში კორონავირუსისგან დაცვის მიზნით სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ი იუწყება, ნებისმიერ პირს, ვინც რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციას სტუმრობს, აღნიშნულ სადეზინფექციო გვირაბში გავლა უწევს. სადეზინფექციო გვირაბი რუსული კომპანიის მიერ არის შექმნილი. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 545 […]

ვირუსი ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა, მაგრამ არის დავა, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ფეკალიებიდან გამოყოფილი ვირუსი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა. „ფეკალიებიდან ვირუსის გადაცემის გზა ჯერ დადასტურებული არაა, შესაბამისად დღეისთვის უსაფრთხოდ ითვლება როგორც ზღვაში, ასევე აუზებში ბანაობა, მით უფრო აუზები იქლორება. ბანაობა საშიში არაა, […]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 133 კანდიდატია რეგისტრირებული. მათგან 10 კლინიკური გამოცდის ეტაპზეა, 123 კი – პრეკლინიკურ შეფასებას გადის. უკვე არსებული და ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფი ვაქცინები ორგანიზმის იმუნური პასუხის (ამა თუ იმ დაავადებაზე ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია) გამოწვევის რამდენიმე პრინციპს ეფუძნება. ამასთანავე, თითოეულ მეთოდს […]

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11.4 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 308 916 შემთხვევა დადასტურდა. ამ მონაცემებით ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ 3 ადგილს აშშ, ბრაზილია და რუსეთი იკავებენ. რაც შეეხება კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ვირუსს თითქმის 9 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან […]

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, 4 შემთხვევა, სადაც ინფიცირების პირველწყარო უცნობია, შეშფოთებას იწვევს. „ეს ასეთი არაპირდაპირი ნიშანია, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და შემსუბუქების ფონზე თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რასაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა […]

გურჯაანელები კოვიდ 19-თან ერთად ცხოვრებას სწავლობენ – ასე ამბობს ქალქში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა. მათი განმარტებით, ახალმა ვირუსმა ცხოვრების დღის წესრიგი თითქმის სრულად შეცვალა. ახალი დადგენილი წესები კი მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. რესპონდენტების თქმით, გაცივდა ურთიერთობები, გართულდა გადაადგილება და მთავარი – უხდებათ პირბადეებთან შეგუება უხდებათ. კიდევ ერთი პრობლემა კი სოციალური მდგომარეობის […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი