ჩვენს პლანეტაზე უამრავი საინტერესო და უჩვეულო ადგილია. ერთ-ერთი მათგანი გასული საუკუნის დასაწყისში, ანტარქტიდაში აღმოაჩინეს. მყინვარი ტეილორიდან გამოედინება წყალი, რომელსაც ალისფერი შეფერილობა აქვს. ბუნებრივია, ჩანჩქერის აღმომჩენებში ამან უდიდესი გაოცება გამოიწვია. საუკუნოვანი მყინვარიდან გამოდის წყალი, თანაც, ასეთი დაბალი ტემპერატურული რეჟიმისთვის ამდენად უჩვეულო ფერით. მანამდე დედამიწაზე მსგავსი არაფერი უნახავთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სასწაულის […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ზუგდიდის აგრარულ ბაზარში, კორონავირუსთან დაკავშირებით ზომები გაამკაცრეს. ამავე ცნობით ბაზრის შესასვლელთან ტარდება თერმოსკრინინგი და დამონტაჟებულია დეზობარიერები. დახურულ პავილიონებში კი მოქალაქეები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. აღნიშნული რეკომენდაციების დაცვას, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს. გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო […]

ვირუსი ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა, მაგრამ არის დავა, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ფეკალიებიდან გამოყოფილი ვირუსი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა. „ფეკალიებიდან ვირუსის გადაცემის გზა ჯერ დადასტურებული არაა, შესაბამისად დღეისთვის უსაფრთხოდ ითვლება როგორც ზღვაში, ასევე აუზებში ბანაობა, მით უფრო აუზები იქლორება. ბანაობა საშიში არაა, […]

საუკუნეების წინ არისტოკრატები მზეს მაქსიმალურად ერიდებოდნენ, რათა მათ კანს ღია ფერი წლის ნებიმიერ დროს შეენარჩუნებინა. გარუჯული კანის ტენდენცია მოდაში კოკო შანელმა დაამკვიდრა. მან თეთრი, გაურუჯავი სახე ასპირინის აბს შეადარა. თუ გასული საუკუნის პირველ ნახევარში რუჯი მაღალი სოციალური ფენის კუთვნილების მაჩვენებელი იყო, დღეს უკვე ის მასობრივი მანიაა. განსაკუთრებით პოპულარულია ხელოვნური რუჯი, […]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 133 კანდიდატია რეგისტრირებული. მათგან 10 კლინიკური გამოცდის ეტაპზეა, 123 კი – პრეკლინიკურ შეფასებას გადის. უკვე არსებული და ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფი ვაქცინები ორგანიზმის იმუნური პასუხის (ამა თუ იმ დაავადებაზე ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია) გამოწვევის რამდენიმე პრინციპს ეფუძნება. ამასთანავე, თითოეულ მეთოდს […]

WhatsApp-ის მესენჯერს ახალი ფუნქცია ემატება. ამის შესახებ ვებგვერდი WABetaInfo წერს. გამოცემის ცნობით, ახალი ფუნქცია მომხმარებელს დაეხმარება მესიჯი „სასაუბრო ფანჯარაში“ თარიღის მიხედვით იპოვოს. ახლა მესენჯერში უკვე არის ძებნის ფუნქცია. თუმცა კონკრეტულ დღეს გაგზავნილი მესიჯის მოძებნა მარტივად არაა შესაძლებელი. ახალი ფუნქციის გაშვების შემდეგ მომხმარებელი სწრაფად იპოვის საჭირო მესიჯს, როცა გაგზავნის ან მიღების […]

საფრანგეთში წყალქვეშა ნავზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ამის შესახებ Deustche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, 100-მდე მეხანძრე ატომურ ნავზე Perle ცეცხლს 14 საათის განმავლობაში ებრძოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში რადიაციის გავრცელების საშიშროებას გამორიცხავენ, რადგან ნავზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და მასზე არც ბირთული საწვავი და არც სხვა რადიოაქტიური ნივთიერებები არ […]

კემბრიჯის ლექსიკონის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, წლის სიტყვა 2018 წელს ნომოფობია გახდა. ნომოფობია – არანორმალური, ირაციონალური მდგომარეობა, რომელიც თავს იჩენს იმ შემთხვევაში, როდესაც მობილური ტელეფონით კავშირის დამყარება შეუძლებელია; ასევე დისკომფორტის შეგრძნება ტელეფონის დაფარვის ზონის მიღმა ყოფნისას. წლის მთავარი სიტყვის გამოსავლენად კემბრიჯის ლექსიკონის სარედაქციო ჯგუფმა მომხმარებლებს ოთხი სხვადასხვა სიტყვა შესთავაზა, საიდანაც […]

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ჩვენ ირგვლივ მწერების რაოდენობაც იზრდება. ეს განსაკუთრებულ დისკომფორტს ენტომოფობებს (ენტომოფობია – მწერების შიში) უქმნის. მეორე მხრივ, მწერის ნაკბენმა შეიძლება ადამიანის ორგანიზმში სერიოზული უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა კოღო. რატომ არის საშიში კოღოს ნაკბენი? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? არის თუ არა კოღოს ნაკბენი […]

საბერძნეთში, ათონის მთაზე ტყეში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ათობით მეხანძრე, 3 თვითმფრინავი და სახანძრო ავიაციის ვერტმფრენი მუშაობს. ცეცხლის ლოკალიზაცია ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხანძარი ქილენდარის მონასტერს საფრთხეს არ უქმნის. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მეხის დაცემა სახელდება.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი