სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიდ გულიევი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა ბ-ნ ფაიდს და კვლავ გამოთქვა წუხილი საომარი მოქმედებების გამო. ბოლოს დასძინა: „სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი“. (იგივე ითქვა სომხეთის ელჩთან წინა დღის შეხვედრაზეც.)

ინებოს ღმერთმა, რომ ეს სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინ საქართველოში სომხეთის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

Next Post

ბათუმში ახალი სკვერის მშენებლობა და სტადიონის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

ხუთ ოქტ 8 , 2020
ბაქოს ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა და სტადიონის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ფარგლებში სკვერში დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, დაიდგმება დეკორატიული სკამები და მოეწყობა კორდი. სტადიონზე კი, დაიგება ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება კალათბურთის ფარი და საფეხბურთო კარი, ხოლო ირგვლივ მოეწყობა გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 200 ათას ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი