სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება.

„სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცები ქვეყნის დატოვებას მხოლოდ სამხედრო კომისარიატების წერილობითი ნებართვის საფუძველზე შეძლებენ“, – ნათქვამია სომხეთის მთავრობის დადგენილებაში.

27 სექტემბერს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

Next Post

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა

სამ სექ 29 , 2020
საქართველოში კორონავირუსის 314 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 637 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი